უჩვეულო
ამბავი „ქალ–ქვად“ ქცეული ინგილო მოზარდისა
საინგილოში,
ზაქათალის
რაიონის სოფელ მოსულში, ერთ ულამაზეს მწვანე ალაგას კარგა მოზრდილი, ადამიანის ფორმის ქვა დევს. ახლოდან კარგად რომ დააკვირდეთ, მოზარდი გოგონას ფიგურაა. სუფთა ქვის ქანდაკება ულამაზესი ქალიშვილის ნაკვთებს იმეორებს. ინგილოები ამ ადგილს როგორც რელიგიურ სიწმინდეს, ისე ეპყრობიან.
დიახ,
ეს ქალ–ქვაა, რომლის ტრაგიკული ბედის შესახებაც საინგილოში დღემდე ლეგენდები დადის. ყველა მათგანს ერთი მთავარი ხაზი გასდევს: ისტორიულ ჰერეთში, სოფელ მოსულში დედა–შვილი ცხოვრობდა. ისინი არნახული სილამაზით გამოირჩეოდნენ. მუდმივი თავდასხმებით და ომებით შეწუხებულ ჰერეთში, ოჯახის უფროსი მომხდურთან მორიგ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.
დედას
შვილის გაზრდა მარტო უწევდა. იმ დროს საინგილოში მტრების მიერ პატარა და მოზარდი ბავშვების გატაცებები ძალზედ გახშირებული იყო. ამიტომ შვილის თუნდაც სოფლის წყაროზე წყლის მოსატანად გაგზავნა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.
ერთ
დღესაც გოგონა სახლში მისვლას აგვიანებს. ამ დროს სოფლის წყაროზე შეყვარებულს ხვდება. მარტოხელა დედამ ეს არ იცის და თავში ურჯულოების მიერ ბავშვის მოტაცების შავბნელი აზრები უტრიალებს. ამასობაში დაღამდება, გოგონა გამოჩნდება მაგრამ უკვე გვიანია. თავადაც შიშისგან „გაქვავებული“ დედა ერთს კი შესძახებს ინგილოურად – „რად დააგვიანე, შენავ ქვად იქეციო“, რომ მოულოდნელი დახვედრისგან გაოგნებული გოგონა იქვე მართლაც ქვად იქცევა...
ინგილო
გიორგი ჰერეთელმა ამ ტრაგიკულ ისტორიას მიუძღვნა ლექსი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
„ეძღვნება
ყველა ბავშვსა და მოზარდს, რომელთა უსაზღვრო სიყვარულისგანაც
ყველა დროის და ეპოქის დედები „ჭკუიდან გადადიოდნენ“.
– ხალას (აზერბ.დეიდას) ყოროღში (ნაკრძალში) დევს
კაი
მოზრდილი ქვა,
კითხვა
თავს არ მანებებს
ქალი
რად იქცა ქვად?
– დედა აგზავნის წყალზედ,
თავის
პირმშოს –
ცალს,
თვალი
კი რჩება გზაზედ
გოგო
არ სჩანს შარას!
– ქალი კი ჟეირან–ბულაღზე (ჯეირანის წყაროზე)
ლაღობდა–კისკისებდა,
თავის
გულისსწორს
ხვდებოდა
დრო
მისთვის არ არსებობდა!
– დედა ელოდა მზეზე,
გოგო
არ ჩანდა – დაღამდა!
– ბოლოს გამოჩნდა პირმშო
ქცეული
სიყვარულად,
მშობელს
კი გული დაეხშო
იდგა
„გაქვავებულად“!
– მაშინ აღმოხდა დედას
რად
დააგვიანე
– რად!
გო
ცრემლად იღვრებოდა
დე,
შემიძულე რად?
- დედა კი არ
იცვლებოდა
ღმერთს
დაეწყევლა
მთლად,
თქვა
– იქეც შენავ ქვად!
მარადის
ქალა–ქვად!
– იმ დღიდან
ხალას ყოროღში
დგას
დიდი ქალა–ქვა,
ამბობენ
დედაც გაგიჟდა
მტლად
დაედო ქალ–ქვას!
– დღესაც მაწუხებს კითხვა,
დედა
რამ ქმნა „გულქვად“,
გოგოს
სიცოცხლე სწყუროდა
რად
გადააქცია
ქვად!
– მოსული მარად იხსენებს
გოგოს
თვით მზისა დარს,
მე
კი მაწვალებს კითხვა,
ქალი
რად იქცა ქვად
მარადის
ქალა–ქვად?
Комментариев нет:
Отправить комментарий