საინგილოდან მამა ბასილი გამოაძევეს
11:50 16.08.2011
[ნიკა მეტრეველი]
პრესაგე.ტვ
საინგილოდან ერთადერთი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. სასულიერო პირი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.
მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ მედია ჯერ კიდევ მაისში წერდა. კახის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ სხვა მღვდლებმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლეს და საინგილოდან წავიდნენ, მამა ბასილი კი შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა.
„მამაოს ძალიან ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აიძულებდნენ, რომ აქედან წასულიყო. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს საფლავების კურთხევა აუკრძალეს“, - აღნიშნა ალიბეგლოს მკვიდრმა თ. ბ-შვილმა.
„კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოძღვარის კურთხევით ყვავილები დავრგეთ, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა დაგვაგლეჯინეს. ეკლესია ნახევრად არის გარედან გათეთრებული. მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს და სამუშაოების დამთავრების უფლება არ მისცეს“, - ამბობს კახის ერთ-ერთმა მცხოვრები, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობას არ ასახელებს.
„მოძღვარს მარტო არსად წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველგან თან დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ და ისმენდნენ ეკლესიაში ვინ რაზე ვლაპარაკობდით. რასაც მამაოს შევჩივლებდით ხოლმე, იმ ამბებზე უშიშროების თანამშრომლები მოდიოდნენ სახლში და გვემუქრებოდნენ“, - აღნიშნა თ. თ-შვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს მელქისედეკს დაუკავშირდა. ეპისკოპოსმა მამა ბასილზე ზეწოლა და მოძღვარის ჰერეთიდან გამოძევების ფაქტი უარყო.
„პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი გადმოყვანილ იქნა თბილისში, კახში კი მამათა მონასტერმა დაიწყო ფუნქციონირება და მამა დემეტრე გაიგზავნა საქართველოდან, რომელიც არის ბერი. მე სხვა არაფერი ვიცი“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, გიორგობას, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა - ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. ქადაგების დროს მეუფემ განაცხადა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია.
„მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.
რაც შეეხება ყურადღებას, არსებული მდგომარეობა ყველა სფეროში კრიტიკას ვერ უძლებს. უკვე ორი წელი სრულდება, რაც ჰერები (ინგილოები) კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივმა ქართველებმა შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიმართეს. სამართლიან მოთხოვნაზე ადექვატური რეაგირება არ მომხდარა.
კახის ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის წლის 4 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სამწუხაროდ, კახის რაიონის ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახში მცხოვრებ ქართველებს კი კლუბის შენობას სთავაზობენ, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია. ადგილობრივების ინფორმაციით, იქ არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო პრობლემატური საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში „არამეგობრულ ჟესტად“ ფასდება. თუმცა ქართული მხარის რეაქცია, სამწუხაროდ ამაზე შორს არ მიდის.
კვლავაც რეალურია საინგილოში მცხოვრები ქართველების სრული ასიმილაციის საფრთხე. 20 ათასამდე გამაჰმადიანებულ ქართველს დღემდე ვერ დაუმტკიცებია საკუთარი ისტორიული წარმომავლობა. სოციალურთან ერთად მეტად მწვავედ დგას ქართული სკოლის, ენის შენარჩუნების პრობლემა. დღემდე ზაქათალის და ბელაქნის სოფლების შერეულ, ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ.
მშობელს 5 წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანულ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქართულ სექტორზე, პირველ კლასში გადაყვანა სასტიკად აკრძალული აქვს. ამის შედეგად გასულ სექტემბერში ამ სოფლების ქართულ სექტორებზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პატარები მიიყვანეს, რაც კატასტროფის ტოლფასია. ქართული სექტორის გაუქმება კი ენის დაკარგვის დასაწყისს ნიშნავს.
ინგილო პედაგოგების, მშობლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ გადაწყვეტილა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ სკოლებს, ენას განვითარების ყველა პირობა და შესაძლებლობა აქვთ. ინგილო მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის ქართული წარმოშობის სახელების დარქმევა, აღარაფერს ვამბობთ ისტორიული გვარების აღდგენის შეუძლებლობაზე. ამ სამარცხვინო საკითხების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს.
დღემდე კბილებით შენარჩუნებულ ქართულ სკოლებს, თუ სექტორებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ის, რაც შენთან კანონიერად დაშვებულია და დაცულია, მეზობელ, მითუმეტეს მეგობრულ ქვეყანაში აკრძალული (უკანონოდ) და დამონებული არ უნდა იყოს. ჭეშმარიტი მეგობრობა კი ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღეს არსებული რეალობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.
ამ ფონზე კი, საინგილოში ჩასული საქართველოს ელჩი ადგილობრივ ქართველ მასწავლებლებს არც მეტი, არც ნაკლები თურქულ ენაზე ელაპარაკება.
კერძოდ, ამ გაზაფხულზე დაბა ალიაბადში {ზაქათალის რაიონი), საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და მისი მოადგილე ბატონი გელა გიორგაძე ჩავიდნენ. მოსახლეობა ელჩის ვიზიტს მოუთმენლად ელოდა. წლებია ითხოვენ სოფელში ქართული ბაღისა და ქართული სკოლის გახსნას. თუმცა, აჯობებს თავად ადგილობრივებს მოვუსმინოთ:
„ელჩი გვეწვია, მაგრამ მისი სტუმრობით დღემდე შოკირებული ვართ. არ გვეგონა, თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ამისთანა პირები მუშაობდნენ. ჩამოვიდა ჩვენი ელჩი ნასვამი, დღის 16 საათზე, მაშინ როცა სასწავლო პროცესი კარგა ხნის დასრულებული იყო. შეხვედრა სკოლის დირექტორის კაბინეტში შედგა. მხოლოდ ოთხი კაცი მოხვდა შეხვედრაზე, სხვები არ შეუშვეს. იმ ოთხ კაცს შორის ერთ-ერთი მშობელი იყო, რომლის 7 წლის შვილს ქართული სახელის გამო დაბადების მოწმობას არ აძლევენ(!). ჩვენმა ელჩმა ჰკითხა, რა გვარის ხარო.
მან დაუსახელა ძირძველი ქართული გვარი და ახლანდელი, აზერბაიჯანული. ელჩმა ძალიან მარტივად გასცა პასუხი, რა მოხდა მერე, დაარქვი შენც აზერბაიჯანული სახელი და ამოიწურება ამით პრობლემაო. შარაშენიძემ განგვიცხადა, აზერბაიჯანში კანონი კრძალავს ბავშვებისთვის უცხოური სახელების დარქმევას და ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო. არადა, აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ასეთ კანონს ვერ მიიღებს. ამას მოჰყვა საუბარი პატრიოტიზმზე. ვუთხარით, ჩვენ ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ და გვინდა ჩვენს შვილებს ქართული სახელები ერქვას-მეთქი.
ელჩმა კიდევ, თქვენ თუ ქართულად ლაპარაკობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ხართ, ბოლოს და ბოლოს, გვარები აზერბაიჯანული გაქვთო! თუ ქართველები არა ვართ, მაშ, ეს ენა ვინ მოგვცა, ან ქართული ენა არაფერს ნიშნავს? სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, ქართულ ენაზე მეტყველება არაფერს ნიშნავსო. ენა არაფერს ნიშნავს? ენა, რომელიც დიდი ტანჯვა-წამებით, აბუჩად აგდებისა და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად შევინარჩუნეთ, თურმე არაფერს ნიშნავს! ამდენ დამცირებას სწორედ ენის გამო ვიტანდით. მაშ, გიჟები ვყოფილვართ! მისთვის შეიძლება მართლაც არაფერს ნიშნავს ქართული ენა, რადგან საინგილოში ჩამოსული ელჩი ქართულად ნათქვამ ქართულ გულის ტკივილზე თურქულად გვპასუხობდა.
რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი, ის, რომ აზერბაიჯანელების წინაშე დავემცირებინეთ (ამ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ)? აზერბაიჯანულ-ქართული სკოლის შესასვლელში აზერბაიჯანულ წარწერასთან ერთად ჩვენი ელჩის ვიზიტამდე ქართული წარწერაც იყო და ელჩის საქციელით წახალისებულმა აზერბაიჯანელებმა მისი წასვლისთანავე ჩამოხსნეს! ყველაზე გულსატკენი ის არის, როგორც იქცევიან თავად ქართველი ჩინოვნიკები. ნუთუ სახელმწიფოებრივი შეგნება არ გააჩნიათ?“, – გულისტკივილით ამბობენ ინგილო ახალგაზრდები.

Комментариев нет:
Отправить комментарий