пятница, 30 декабря 2011 г.

საინგილოდან მამა ბასილი გამოაძევეს

11:50 16.08.2011
[ნიკა მეტრეველი]
პრესაგე.ტვ
საინგილოდან ერთადერთი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. სასულიერო პირი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.

მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ მედია ჯერ კიდევ მაისში წერდა. კახის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ სხვა მღვდლებმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლეს და საინგილოდან წავიდნენ, მამა ბასილი კი შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა.

„მამაოს ძალიან ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აიძულებდნენ, რომ აქედან წასულიყო. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს საფლავების კურთხევა აუკრძალეს“, - აღნიშნა ალიბეგლოს მკვიდრმა თ. ბ-შვილმა.

„კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოძღვარის კურთხევით ყვავილები დავრგეთ, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა დაგვაგლეჯინეს. ეკლესია ნახევრად არის გარედან გათეთრებული. მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს და სამუშაოების დამთავრების უფლება არ მისცეს“, - ამბობს კახის ერთ-ერთმა მცხოვრები, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობას არ ასახელებს.

„მოძღვარს მარტო არსად წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველგან თან დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ და ისმენდნენ ეკლესიაში ვინ რაზე ვლაპარაკობდით. რასაც მამაოს შევჩივლებდით ხოლმე, იმ ამბებზე უშიშროების თანამშრომლები მოდიოდნენ სახლში და გვემუქრებოდნენ“, - აღნიშნა თ. თ-შვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს მელქისედეკს დაუკავშირდა. ეპისკოპოსმა მამა ბასილზე ზეწოლა და მოძღვარის ჰერეთიდან გამოძევების ფაქტი უარყო.

„პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი გადმოყვანილ იქნა თბილისში, კახში კი მამათა მონასტერმა დაიწყო ფუნქციონირება და მამა დემეტრე გაიგზავნა საქართველოდან, რომელიც არის ბერი. მე სხვა არაფერი ვიცი“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, გიორგობას, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა - ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. ქადაგების დროს მეუფემ განაცხადა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია.

„მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

რაც შეეხება ყურადღებას, არსებული მდგომარეობა ყველა სფეროში კრიტიკას ვერ უძლებს. უკვე ორი წელი სრულდება, რაც ჰერები (ინგილოები) კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივმა ქართველებმა შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიმართეს. სამართლიან მოთხოვნაზე ადექვატური რეაგირება არ მომხდარა.

კახის ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის წლის 4 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სამწუხაროდ, კახის რაიონის ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახში მცხოვრებ ქართველებს კი კლუბის შენობას სთავაზობენ, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია. ადგილობრივების ინფორმაციით, იქ არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო პრობლემატური საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში „არამეგობრულ ჟესტად“ ფასდება. თუმცა ქართული მხარის რეაქცია, სამწუხაროდ ამაზე შორს არ მიდის.

კვლავაც რეალურია საინგილოში მცხოვრები ქართველების სრული ასიმილაციის საფრთხე. 20 ათასამდე გამაჰმადიანებულ ქართველს დღემდე ვერ დაუმტკიცებია საკუთარი ისტორიული წარმომავლობა. სოციალურთან ერთად მეტად მწვავედ დგას ქართული სკოლის, ენის შენარჩუნების პრობლემა. დღემდე ზაქათალის და ბელაქნის სოფლების შერეულ, ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ.

მშობელს 5 წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანულ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქართულ სექტორზე, პირველ კლასში გადაყვანა სასტიკად აკრძალული აქვს. ამის შედეგად გასულ სექტემბერში ამ სოფლების ქართულ სექტორებზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პატარები მიიყვანეს, რაც კატასტროფის ტოლფასია. ქართული სექტორის გაუქმება კი ენის დაკარგვის დასაწყისს ნიშნავს.

ინგილო პედაგოგების, მშობლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ გადაწყვეტილა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ სკოლებს, ენას განვითარების ყველა პირობა და შესაძლებლობა აქვთ. ინგილო მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის ქართული წარმოშობის სახელების დარქმევა, აღარაფერს ვამბობთ ისტორიული გვარების აღდგენის შეუძლებლობაზე. ამ სამარცხვინო საკითხების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს.

დღემდე კბილებით შენარჩუნებულ ქართულ სკოლებს, თუ სექტორებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ის, რაც შენთან კანონიერად დაშვებულია და დაცულია, მეზობელ, მითუმეტეს მეგობრულ ქვეყანაში აკრძალული (უკანონოდ) და დამონებული არ უნდა იყოს. ჭეშმარიტი მეგობრობა კი ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღეს არსებული რეალობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ამ ფონზე კი, საინგილოში ჩასული საქართველოს ელჩი ადგილობრივ ქართველ მასწავლებლებს არც მეტი, არც ნაკლები თურქულ ენაზე ელაპარაკება.

კერძოდ, ამ გაზაფხულზე დაბა ალიაბადში {ზაქათალის რაიონი), საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და მისი მოადგილე ბატონი გელა გიორგაძე ჩავიდნენ. მოსახლეობა ელჩის ვიზიტს მოუთმენლად ელოდა. წლებია ითხოვენ სოფელში ქართული ბაღისა და ქართული სკოლის გახსნას. თუმცა, აჯობებს თავად ადგილობრივებს მოვუსმინოთ:

„ელჩი გვეწვია, მაგრამ მისი სტუმრობით დღემდე შოკირებული ვართ. არ გვეგონა, თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ამისთანა პირები მუშაობდნენ. ჩამოვიდა ჩვენი ელჩი ნასვამი, დღის 16 საათზე, მაშინ როცა სასწავლო პროცესი კარგა ხნის დასრულებული იყო. შეხვედრა სკოლის დირექტორის კაბინეტში შედგა. მხოლოდ ოთხი კაცი მოხვდა შეხვედრაზე, სხვები არ შეუშვეს. იმ ოთხ კაცს შორის ერთ-ერთი მშობელი იყო, რომლის 7 წლის შვილს ქართული სახელის გამო დაბადების მოწმობას არ აძლევენ(!). ჩვენმა ელჩმა ჰკითხა, რა გვარის ხარო.

მან დაუსახელა ძირძველი ქართული გვარი და ახლანდელი, აზერბაიჯანული. ელჩმა ძალიან მარტივად გასცა პასუხი, რა მოხდა მერე, დაარქვი შენც აზერბაიჯანული სახელი და ამოიწურება ამით პრობლემაო. შარაშენიძემ განგვიცხადა, აზერბაიჯანში კანონი კრძალავს ბავშვებისთვის უცხოური სახელების დარქმევას და ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო. არადა, აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ასეთ კანონს ვერ მიიღებს. ამას მოჰყვა საუბარი პატრიოტიზმზე. ვუთხარით, ჩვენ ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ და გვინდა ჩვენს შვილებს ქართული სახელები ერქვას-მეთქი.

ელჩმა კიდევ, თქვენ თუ ქართულად ლაპარაკობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ხართ, ბოლოს და ბოლოს, გვარები აზერბაიჯანული გაქვთო! თუ ქართველები არა ვართ, მაშ, ეს ენა ვინ მოგვცა, ან ქართული ენა არაფერს ნიშნავს? სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, ქართულ ენაზე მეტყველება არაფერს ნიშნავსო. ენა არაფერს ნიშნავს? ენა, რომელიც დიდი ტანჯვა-წამებით, აბუჩად აგდებისა და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად შევინარჩუნეთ, თურმე არაფერს ნიშნავს! ამდენ დამცირებას სწორედ ენის გამო ვიტანდით. მაშ, გიჟები ვყოფილვართ! მისთვის შეიძლება მართლაც არაფერს ნიშნავს ქართული ენა, რადგან საინგილოში ჩამოსული ელჩი ქართულად ნათქვამ ქართულ გულის ტკივილზე თურქულად გვპასუხობდა.

რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი, ის, რომ აზერბაიჯანელების წინაშე დავემცირებინეთ (ამ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ)? აზერბაიჯანულ-ქართული სკოლის შესასვლელში აზერბაიჯანულ წარწერასთან ერთად ჩვენი ელჩის ვიზიტამდე ქართული წარწერაც იყო და ელჩის საქციელით წახალისებულმა აზერბაიჯანელებმა მისი წასვლისთანავე ჩამოხსნეს! ყველაზე გულსატკენი ის არის, როგორც იქცევიან თავად ქართველი ჩინოვნიკები. ნუთუ სახელმწიფოებრივი შეგნება არ გააჩნიათ?“, – გულისტკივილით ამბობენ ინგილო ახალგაზრდები.
საინგილოში ქართულენოვანი სახელმძღვანელოების შეტანაც აკრძალეს

21:01 09.10.2011
[ნიკა მეტრეველი]
პრესაგე.ტვ
საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისო მეგობრობა ეჭვს არ იწვევს. თუმცა, ეს არ აისახება საინგილოში (კახი, ზაქათალა, ბელაქანი) არსებულ მდგომარეობაზე. ადგილობრივი სტრუქტურების უსინდისობა იქამდე მივიდა, რომ საზღვრის ლაგოდეხი–ბელაქნის მონაკვეთზე ქართულ სახელმძღვანელოებს აღარ ატარებენ.

მებაჟეები ქართულ სახელმძღვანელოებს ისეთი მონდომებით დასდევენ, თითქოს სხვა საქმე არც ჰქონოდეთ. უფრო მეტიც - სულ ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საქართველოდან საინგილოში ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის ბრალდებით, თბილისი - ზაქათალა - კახის მიკროავტობუსის მძღოლიც კი დააკავეს.

მიკაროვტობუსის მძღოლი თანხის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა დაკავებული „საბაჟო წესების დარღვევაში“ დაადანაშაულეს.

„ერთ-ერთი რეისის შესრულების დროს, მგზავრებმა თბილისიდან ქართულენოვანი სასკოლი წიგნები წამოიღეს. მძღოლმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა როცა საბაჟოზე ჰკითხეს, აკრძალული საქონელი ხომ არ შემოჰქონდა, აზერბაიჯანელი მებაჟეებისთვის არაფერი უთქვამს. წიგნები აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებიდან რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული წიგნები კახის და ზაქათალის რაიონებში“, - იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი.

აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართული სახელმძღვანელო ამოიღეს.

ეს წიგნების ამოღების პირველი შემთხვევა არა არის. 26 სექტემბერს ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას (იაშვილი), ლაგოდეხთან, საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს. მესაზღვრეებმა მას მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ლაგოდეხთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებას დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, ზაქათალას რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ელინათი საფაროვა დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. საფაროვას ინფორმაციით, საზღვარზე აზერბაიჯანელებმა მას ჩამოართვეს მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები.

მისივე განცხადებით, აღნიშნული ქმედება მიმართულია ქართული სექტორების დახურვისკენ იმ საბაბით, რომ არ არსებობს ქართულ ენაზე სახელმძღვანელოები.

რაც შეეხება ამ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე გამოხმაურებას, საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ ფაქტს „უყურადღებოდ არ დატოვებენ“. თუმცა, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, საინგილოს ქართველებს განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვთ. აზერბაიჯანული ადმინისტრაცია ჰერეთს ქართული სკოლების დახურვას მიზანმიმართულად ცდილობს, რასაც თბილისის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყვება.

როდემდე გასტანს ასეთი პოლიტიკა, ყოვლად გაუგებარი რჩება. ფაქტია ისიც, რომ ხშირად ანტიქართული ნაბიჯები ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე იდგმება. რატომ იგუბებენ პირში წყალს თბილისში და ბაქოელ კოლეგებს საქმის კურსში არ აყენებენ (შესაბამისი სამართლიანი მოთხოვნებით), ესეც სამარჩიელო თემაა.

სირაქლემას პოზაში ყოფნა კი ჰერეთის ქართველებს ასიმილაციის და გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს. რა გახდა ნორმალური, მეცნიერულად დასაბუთებული პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება ისტორიული ქართული კუთხის მიმართ, რომელიც დღეს მეზობელი სახელმწიფოს შემადგენლობაშია. საინგილო ყარაბაღი არ არის და ამ თემით სპეკულირების მიზანი ინგილო–ქართველების დევნა–შევიწროებაა, მეტი არაფერი.

ეს ხდება მაშინ, როცა ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებს სრული კულტურულ–საგანმანათლებლო ავტონომია და მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ყოველწლიურად განათლების სამინისტრო ახალ–ახალ პროგრამებს ამუშავებს და ახორციელებს ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ფლობის, ზოგადად განათლების დონის ასამაღლებლად. ეს მხოლოდ მისასალმებელი ნაბიჯებია, რომ არა სრულიად საპირისპირო პოლიტიკა საინგილოს ქართველების მიმართ.

უკვე ბევრჯერ გაიჟღერა, რომ საინგილო საქართველოს ხელისუფლებამ ნავთობ–გაზის ინტერესებზე გაცვალა. ეს ეჭვები ყოფით დონეზე საუბრებს არ გასცდენია. თუმცა, თბილისის მხრიდან თითქმის არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის უიმედობას ადგილი არ ჰქონდეს.

რეალობა სხვა სურათს აჩვენებს. გაპრეზიდენტების შემდეგ, ილჰამ ალიევმა უკვე მერამდენეჯერ მოინახულა ქვემო ქართლში კომპაქტურად მცხოვრები აზერბაიჯანელები. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი ვადის მანძილზე ერთხელაც ვერ მოიცალა ჰერეთში ჩასასვლელად. ასეთი ტიპის ნაბიჯებს სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანებისთვის არც თუ უკანასკნელი მნიშვნელობა აქვს.

ჰერეთში ეროვნული თვითშეგნება მთლიანად ქართულ სკოლაზე დგას. მას უჭირს და ხმის ამომღები არავინაა. საქართველოს განათლების სამინისტრო თავისი ხაზით სკოლებს ქართული სახელმძღვანელოებით ვერ ამარაგებს. ადგილობრივ პედაგოგებს კი წიგნების შეტანა სასტიკად აკრძალული აქვთ.

ერთ–ერთი ინგილო პედაგოგის კითხვაზე, რის საფუძველზე კრძალავენ საინგილოში ქართული სახელმძღვანელოების შეტანას, უპასუხეს, რომ ამაზე ბაქოდან, განათლების სახელმწიფო უწყებიდან „მითითება“ აქვთ მიღებული. ამ ფონზე კი, ქართული სკოლები და სექტორები დახურვის პირას დგანან – ქართული წიგნები ვერ შემოვა და საერთოდ, ზოგადი განათლების გარეშე დარჩებითო.

„ერთ–ერთ პედაგოგს ქართული სახელმძღვანელო ჩამოართვეს და სასაზღვრო მდინარე მაწიმში გადაუგდეს. თბილისში ყველაფერი იციან და ხმას არ იღებენ. მეგობრობა კი არა, ზურგში დანის ჩარტყმაა, რასაც ადექვატური პასუხის გაცემა სჭირდება. მოვითხოვთ ისევე მოგვექცნენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებს ეპყრობა. ასე გაგრძელების შემთხვევაში, საინგილოში ქართულ სიტყვას გაქრობა ემუქრება“, – აცხადებს ადგილობრივი პედაგოგი, რომელიც ჩვენთან საუბრისას გასაგები მიზეზების გამო ვინაობას არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საინგილოდან ერთადერთი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. სასულიერო პირი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. მანამდე კი, მეუფე მელქისედეკმა ქადაგების დროს უპრეცენდენტო განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია.

„მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.



საქართველოს კანონი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები და ჩამოაყალიბოს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლები, ასევე განსაზღვროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი.

მუხლი 2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპები

1. საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისასეყრდნობა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის, სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპებს.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოსთან კავშირისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და საქართველოში დაბრუნებაში.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი – პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ითხოვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღებას;

ბ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე – საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნებაქართველურ-კავკასიურ ენებს;

გ) საქართველოდან წარმომავლობა – პირის ან მისი წინაპრის კუთვნილება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარება თავის წარმომავლობის ქვეყნად;

დ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა;

ე) ახლო ნათესავები – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მეუღლე და შვილი;

ვ) დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი – შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სახელმწიფოში (ადგილსამყოფელ სახელმწიფოში) არსებული დიასპორის საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის საერთო კოორდინაციას და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი;

ზ) დიასპორული ორგანიზაცია – გაერთიანება, რომელიც შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქართული კულტურის, საქართველოს სახელმწიფო ენის, ტრადიციების პოპულარიზაციის, დიასპორების შეკავშირების, საქართველოსთან კულტურულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სპორტულ და სხვა სფეროებში თანამშრომლობის მიზნით;

თ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან არსებული დიასპორული ორგანიზაციების რეესტრი (შემდგომ − რეესტრი) – დიასპორული ორგანიზაციების სისტემატიზაციის მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შექმნილი მონაცემთა ბაზა დიასპორული ორგანიზაციების შესახებ;

ი) დიასპორა – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ერთობლიობა.

მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;

ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნებაქართველურ-კავკასიურ ენებს.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი საქართველოდან წარმომავლობას ან/და თავისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას ადასტურებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტით ან მტკიცებულებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ან იმ მოწმეების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, აგრეთვე იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც დაინტერესებული არიან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებული საკითხებით.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება მისი მშობლების განცხადების საფუძველზე, თუ ერთ-ერთი მშობელი არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.

4. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით, ცალკეულ შემთხვევებში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.

მუხლი 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) 2 ფოტოსურათი;

ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

გ) დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი;

დ) ავტობიოგრაფია;

ე) დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას;

ვ) სამოტივაციო წერილი;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს შესაძლებელია დაერთოს იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება-შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

მუხლი 6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების წესი

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებას პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს. უცხოეთში მყოფ პირს შეუძლია განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც განცხადებას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში გადაუგზავნის სააგენტოს.

2. განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით.

3. განცხადების ფორმა ივსება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე (ენებზე).

4. თუ სააგენტო დაადგენს, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არასრულია, მას განესაზღვრება გონივრული ვადა აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად. სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განცხადება განუხილველად დატოვოს.

5. სააგენტო ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტებს და ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან მის შესაბამისობას. ამ მიზნით იგი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქმის მასალებს გადაუგზავნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართულ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნისათვის, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნისათვის.

6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით.

7. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული არიან, სააგენტოს დასკვნები წარუდგინონ საქმის მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში ითვლება, რომ სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით არ არსებობს პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მასალების მიღებიდან 60 დღის ვადაში სააგენტოსთვის დასკვნის წარუდგენლობის გამო სააგენტოს მიერ განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმად.

9. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო მასზე გასცემს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას.

10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის ახლო ნათესავებზე. მათ აღარ მოეთხოვებათ ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ან მტკიცებულების წარდგენა.

11. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების შესახებ განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღებიდან 80 დღის ვადაში.

12. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

13. სააგენტო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირთან კომუნიკაციას ახორციელებს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე შესაბამისი შეტყობინების გამოქვეყნების გზით. სააგენტოსთვის განცხადების წარდგენისას პირი უფლებამოსილია მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

მუხლი 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსთვის განმეორებით მიმართვისსაფუძვლები

1. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, იგი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

2. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მას არა აქვს უფლება, განმეორებით მიმართოს სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად.

მუხლი 8. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა მფლობელის ფოტოსურათთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) დაბადების ადგილი;

დ) სააგენტოს მიერ მინიჭებული პირადი ნომერი;

ე) პირადი ხელმოწერა;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ი) მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის მოქმედების ვადა;

კ) მოწმობის ნომერი;

ლ) ბეჭედი.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ფორმას, მისი გაცემისა და გაუქმების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა 20 წლამდე ასაკის პირზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე ასაკის პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წელზე მეტი ასაკის პირზე – უვადოდ. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში პირი სააგენტოს მიმართავს ახალი მოწმობის გაცემის მოთხოვნით.

5. სახელის, გვარის ან მოქალაქეობის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის მფლობელი ვალდებულია ამის შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში პირზე გაიცემა ახალი მოწმობა.

6. პირი უფლებამოსილია შეცვალოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას;

ბ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა ძალას კარგავს.

მუხლი 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) კომპეტენტური ორგანოს დასკვნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ განხორციელებული ქმედების შესახებ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით პირისათვის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე;

ბ) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენა;

გ) ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობების დაუკმაყოფილებლობა.

2. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პირს ეცნობება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

3. სააგენტო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მიღება;

ბ) პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელება;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენა;

დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3. თუ პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, მისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხიც საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გადაწყდება.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.

5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მას აქვს შემდეგი პრივილეგიები:

ა) სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში;

ბ) თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არა უმეტეს 30 დღისა;

გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას გადაიხადოს მომსახურების საფასური „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათიანი პირობებით;

დ) უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება.

2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.

მუხლი 12. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია

1. დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.

2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი

1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდანათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი. აღნიშნული ვადის იმავე ვადით გაგრძელება შესაძლებელიაშესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს სხვა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, რომელიც კომპაქტურადაა დასახლებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებით. შესაძლებელია რამდენიმე სახელმწიფოში დაინიშნოს დიასპორის საკითხებში საქართველოს ერთი საპატიო წარმომადგენელი.

3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის აუცილებელი პიროვნული თვისებები;

ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან;

გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას;

დ) შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ამ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

ე) არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.

4. სასურველია, დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად დასანიშნ პირს გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე ან/და იგი ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.

5. პირი დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით.

6. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას;

გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტისას;

დ) მოქალაქეობის დაკარგვისას (თუ არ მიუღია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა);

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობების შეუსრულებლობისას;

ვ) გარდაცვალებისას.

7. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.

8. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი:

ა) ხელს უწყობს საქართველოსა და შესაბამის დიასპორას შორის ურთიერთობებს;

ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ამ კანონით გათვალისწინებულსაქმიანობას;

გ) ხელს უწყობს დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებათა და თავისუფლებათადაცვას;

ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ვ) აქტიურად მონაწილეობს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ მუშაობას;

ზ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აწვდის ინფორმაციას დიასპორასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ;

თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ;

ი) ხელს უწყობს შესაბამის დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას;

კ) ასრულებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის დავალებებს.

9. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციირებული პროექტები დაფინანსდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციირებული პროექტები შესაძლებელია აგრეთვედაფინანსდეს სამინისტროებისათვის ან სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით.

13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ.

15. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, პერიოდულად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, ჩამოვიდეს საქართველოში საკუთარი ხარჯებით და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

16. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, რომლებსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი.

17. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მოადგილე ასრულებს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 14. დიასპორული ორგანიზაცია

1. დიასპორული ორგანიზაცია უზრუნველყოფს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და საქართველოს შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას, საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების შემუშავებას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას.

2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) დიასპორული ორგანიზაციის სრული დასახელება;

ბ) დიასპორული ორგანიზაციის იურიდიული მისამართი;

გ) მონაცემები დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელთა შესახებ;

დ) დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები;

ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დიასპორული ორგანიზაცია შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. რეესტრში დასარეგისტრირებლად დიასპორული ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) შექმნილი უნდა იყოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მის დამფუძნებელთა 2/3 მაინც უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე;

გ) მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.

4. დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულოა.

5. დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით.

მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამავე კანონის დებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს „დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 სექტემბრის №761 ბრძანებულება.

3. ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ნოემბერი.

№5301-IIს

четверг, 29 декабря 2011 г.

გია ჰერელი

ნუ სტირხარ
პოეზია
2011.03.03
------------------------------------------------

(ინგილოურ–ხალხური სიმღერა)

კაცთაიფაი უთენზე
წავდა თავი საქმეზე,
ადგა ურემ შაამბა
და ფურ უკან მაამბა,
დარარა რაი რარარა
დარარა რაი რარარა...

ურემ გზაში გდაბრუნდა
კაცთაიფაი სახლში დაბრუნდა,
დეკაც კარევთან ელოდა
ურემ რაჰქენ – გდაბრუნდა,
დარარა რაი რარარა
დარარა რაი რარარა...

დეკაცმა დაიწყო იტირა
სახკარ თავზე დეგექცა,
კაცმა უთხრა ნუსტირხარ
მე ცოცხალვარ, მე ექვარ!
დარარა რაი რარარა
დარარა რაი რარარა...

უჩვეულო ამბავიქალქვადქცეული ინგილო მოზარდისა

საინგილოში, ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულში, ერთ ულამაზეს მწვანე ალაგას კარგა მოზრდილი, ადამიანის ფორმის ქვა დევს. ახლოდან კარგად რომ დააკვირდეთ, მოზარდი გოგონას ფიგურაა. სუფთა ქვის ქანდაკება ულამაზესი ქალიშვილის ნაკვთებს იმეორებს. ინგილოები ამ ადგილს როგორც რელიგიურ სიწმინდეს, ისე ეპყრობიან.

დიახ, ეს ქალქვაა, რომლის ტრაგიკული ბედის შესახებაც საინგილოში დღემდე ლეგენდები დადის. ყველა მათგანს ერთი მთავარი ხაზი გასდევს: ისტორიულ ჰერეთში, სოფელ მოსულში დედაშვილი ცხოვრობდა. ისინი არნახული სილამაზით გამოირჩეოდნენ. მუდმივი თავდასხმებით და ომებით შეწუხებულ ჰერეთში, ოჯახის უფროსი მომხდურთან მორიგ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა.

დედას შვილის გაზრდა მარტო უწევდა. იმ დროს საინგილოში მტრების მიერ პატარა და მოზარდი ბავშვების გატაცებები ძალზედ გახშირებული იყო. ამიტომ შვილის თუნდაც სოფლის წყაროზე წყლის მოსატანად გაგზავნა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.

ერთ დღესაც გოგონა სახლში მისვლას აგვიანებს. ამ დროს სოფლის წყაროზე შეყვარებულს ხვდება. მარტოხელა დედამ ეს არ იცის და თავში ურჯულოების მიერ ბავშვის მოტაცების შავბნელი აზრები უტრიალებს. ამასობაში დაღამდება, გოგონა გამოჩნდება მაგრამ უკვე გვიანია. თავადაც შიშისგანგაქვავებულიდედა ერთს კი შესძახებს ინგილოურად – „რად დააგვიანე, შენავ ქვად იქეციო“, რომ მოულოდნელი დახვედრისგან გაოგნებული გოგონა იქვე მართლაც ქვად იქცევა...

ინგილო გიორგი ჰერეთელმა ამ ტრაგიკულ ისტორიას მიუძღვნა ლექსი, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

ეძღვნება ყველა ბავშვსა და მოზარდს, რომელთა უსაზღვრო სიყვარულისგანაც ყველა დროის და ეპოქის დედებიჭკუიდან გადადიოდნენ“.

ხალას (აზერბ.დეიდას) ყოროღში (ნაკრძალში) დევს
კაი მოზრდილი ქვა,
კითხვა თავს არ მანებებს
ქალი რად იქცა ქვად?
დედა აგზავნის წყალზედ,
თავის პირმშოსცალს,
თვალი კი რჩება გზაზედ
გოგო არ სჩანს შარას!
ქალი კი ჟეირანბულაღზე (ჯეირანის წყაროზე)
ლაღობდაკისკისებდა,
თავის გულისსწორს ხვდებოდა
დრო მისთვის არ არსებობდა!
დედა ელოდა მზეზე,
გოგო არ ჩანდადაღამდა!
ბოლოს გამოჩნდა პირმშო
ქცეული სიყვარულად,
მშობელს კი გული დაეხშო
იდგაგაქვავებულად“!
მაშინ აღმოხდა დედას
რად დააგვიანერად!
გო ცრემლად იღვრებოდა
დე, შემიძულე რად?
- დედა კი არ იცვლებოდა
ღმერთს დაეწყევლა მთლად,
თქვაიქეც შენავ ქვად!
მარადის ქალაქვად!
იმ დღიდან ხალას ყოროღში
დგას დიდი ქალაქვა,
ამბობენ დედაც გაგიჟდა
მტლად დაედო ქალქვას!
დღესაც მაწუხებს კითხვა,
დედა რამ ქმნაგულქვად“,
გოგოს სიცოცხლე სწყუროდა
რად გადააქცია ქვად!
მოსული მარად იხსენებს
გოგოს თვით მზისა დარს,
მე კი მაწვალებს კითხვა,
ქალი რად იქცა ქვად
მარადის ქალაქვად?